აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, 14 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს, – აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ის TV-ის მიმომხილველი გრეგ სალივანი აცხადებს.
„შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მოვისმინოთ. შესაძლოა, ეს ასევე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ განცხადება იყოს. მეორე მხრივ, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეხვდა თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს, მათ უკრაინის საკითხი განიხილეს, ამიტომ შესაძლოა, ეს ამასთანაც იყოს დაკავშირებული“, – თქვა სალივანმა.
10 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავს.
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას კრემლში გამოეხმაურნენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, „კრემლი ამერიკული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებას ელოდება, იმასთან დაკავშირებით თუ რას გულისხმობდა პრეზიდენტი ტრამპი“.