უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა გაგრძელდება და ახლა უკრაინის მთავრობას უკვე აქვს „კარგი სიგნალები“, კერძოდ, სამხედრო დახმარების მიწოდების განახლების შესახებ.
„არსებობს მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები – კარგი სიგნალები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა მხრივ [სამხედრო დახმარების] მიწოდებები აღდგენილია.
მომავალ კვირას გავაგრძელებთ მუშაობას ამერიკულ მხარესთან სამხედრო დონეზე, კერძოდ, გენერალ კელოგთან ერთად. ასევე ვამზადებთ ახალ ევროპულ თავდაცვის პაკეტებს. უახლოეს მომავალში ველით მკაცრ ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ და ზეწოლამ უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვისას.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მთავრობის წევრებისგან და ოფისის გუნდისგან საერთაშორისო პარტნიორებთან მიღწეული თითოეული შეთანხმების, მოსალოდნელი თითოეული შედეგის შესახებ დეტალურ ანგარიშებს ელის, კერძოდ, რა იქნა მიღწეული და რა ხორციელდება.
„იქნება დასკვნები. დიდება უკრაინას“, – დასძინა ზელენსკიმ.