აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე განაცხადა.

ანდრეი ერმაკი და კიტ კელოგი

მან ასევე გამოაქვეყნა კიევის რკინიგზის სადგურზე კელოგთან შეხვედრის ამსახველი ვიდეოც.

„თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, შეიარაღება, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება – განსახილველი მრავალი თემაა“, – ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ უკრაინა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას – „მშვიდობა ძალის მეშვეობით“.

როგორც თავად კელოგმა გასულ კვირას განაცხადა, მისი უკრაინაში ვიზიტი ერთკვირიანი იქნება.