რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონსტრუქციული დიალოგი უფრო ეფექტურია, ვიდრე წარუმატებლობისთვის განწირული ზეწოლის მცდელობები, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.
„ეს დიალოგი გაგრძელდება – ყველა შესაძლო საშუალებით მისი ჩაშლის ტიტანური მცდელობის მიუხედავად. [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო] ბაიდენის მცდარმა მიდგომებმა მათი შეუსაბამობა აჩვენა. მისი ტყუილები მარადიული არ არის – ისინი უნდა გამოსწორდეს და გამოსწორდება კიდეც. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ამერიკული მხარე ცდილობს რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების გაგებას“, – დაწერა მან თავის Telegram არხზე.
დმიტრიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თანასწორი დიალოგი, ურთიერთპატივისცემა, რეალიზმი და ეკონომიკური თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის საფუძველია“.