აფხაზებს ღარიბი რუსები არ მოსწონთ, რუსებს კი “დაულაგებელი” აფხაზეთი – რა ხდება აფხაზეთში საზღვაო სეზონის დროს (იხ.ფოტოები)

ბოლო პე­რი­ოდ­ში ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუს ტუ­რის­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი კრი­ტი­კულ ზღვარს აღ­წევს, რა­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა მათ ისე­დაც მყი­ფე ე.წ. ეკო­ნო­მი­კას. პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით ასე შე­იძ­ლე­ბა აღი­წე­როს: აფხა­ზებს ღა­რი­ბი რუსი ტუ­რის­ტე­ბი არ მოს­წონთ, რუ­სებს კი – “და­უ­ლა­გე­ბე­ლი” აფხა­ზე­თი.

ე.წ. იაფი ტუ­რის­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და პლა­ჟე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის გამო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ახა­ლი სკან­და­ლი, აფხა­ზე­თის ტუ­რის­ტულ იმიჯს სე­რი­ო­ზუ­ლად აზი­ა­ნებს და რე­გი­ო­ნის მთა­ვარ შე­მო­სავ­ლის წყა­როს – რუს ტუ­რის­ტებს აფრ­თხობს.

კონ­ფლიქ­ტის პირ­ვე­ლი ნა­პერ­წკა­ლი 2025 წლის ივ­ნი­სის ბო­ლოს გაჩ­ნდა, რო­დე­საც აფხა­ზე­თის ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტროს ლი­ცენ­ზი­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის აწ უკვე ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ქრის­ტი­ნა ლა­კერ­ბა­ი­ამ, სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ “რეს­პუბ­ლი­კას” არ სჭირ­დე­ბა “ღა­რი­ბი“ ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 300 რუბ­ლად ჩა­დი­ან და სუ­ვე­ნი­რე­ბის ყიდ­ვი­სა თუ ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბის ნაც­ვლად, “დო­ში­რა­კე­ბით“ (სწრა­ფი მომ­ზა­დე­ბის ატ­რი­ის სუპი) იკ­ვე­ბე­ბი­ან.

“ჩვენ კი გვინ­და, რომ სუ­ვე­ნი­რე­ბი შე­ი­ძი­ნონ, ჩვე­ნი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბი და ასე შემ­დეგ. ჩემი აზ­რით, ასე­თი ტუ­რის­ტი არ გვჭირ­დე­ბა“, – ამ სი­ტყვებ­მა რუ­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მე­დი­ა­სა და ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს შო­რის აღ­შფო­თე­ბის ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლა­კერ­ბა­ია სწრა­ფად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან და აფხა­ზუ­რი მხა­რე სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას ცდი­ლობ­და, ზა­რა­ლი უკვე აშ­კა­რაა. აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ბად­რა გუნ­ბამ და ე.წ. ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრმა ას­ტა­მურ ლა­გუ­ამ დაგ­მეს ლა­კერ­ბა­ი­ას სი­ტყვე­ბი, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

მა­ლე­ვე, 2025 წლის 8 ივ­ლისს, კი­დევ ერთი რე­ზო­ნან­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. აფხა­ზე­თის კი­ნო­ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა, ალექ­სან­დრე ბა­სა­რი­ამ, რუს ტუ­რის­ტებს “ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის საფრ­თხე“ უწო­და. მისი თქმით, ბი­უ­ჯე­ტუ­რი ტუ­რე­ბით ჩა­მო­სუ­ლი რუ­სე­ბი “ანკლა­ვე­ბად“ ის­ვე­ნე­ბენ, თავს არი­დე­ბენ ად­გი­ლობ­რივ რეს­ტორ­ნებს, დის­კო­თე­კებ­სა და ექ­სკურ­სი­ებს, რაც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს ზი­ანს აყე­ნებს. ბა­სა­რი­ამ რუსი ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი “ოლი­გარ­ქი­ულ“ დემ­პინ­გში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და ად­გი­ლობ­რივ ტუ­რის­ტულ ბიზ­ნესს მო­უ­წო­და, ცალ­მხრი­ვად შე­ე­წყვი­ტა მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გამ­წვავ­და 2025 წლის 7 ივ­ლისს, რო­დე­საც ბიჭ­ვინ­თის ერთ-ერთი სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მა­მა­კაც­მა, ხელ­ში ნაგ­ვით სავ­სე პა­კე­ტით (პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბი­თა და ლაფ­შის შე­ფუთ­ვე­ბით) და წარ­წე­რით “ასე­თი ტუ­რის­ტე­ბი არ გვჭირ­დე­ბა“, მკვეთ­რად გა­აკ­რი­ტი­კა რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი. მან ისი­ნი სა­ნა­პი­როს და­ბინ­ძუ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­თი ტუ­რის­ტე­ბი არ სჭირ­დე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­დეო სწრა­ფად წა­ი­შა­ლა, სკან­და­ლი უკვე გა­ჩა­ღე­ბუ­ლი იყო. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გმობ­დნენ ავ­ტორს, ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ მას გან­ზო­გა­დე­ბა­სა და უხე­შო­ბა­ში. ბევ­რმა სა­მარ­თლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნა, რომ ნაგ­ვის პარ­კე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რუსი ტუ­რის­ტე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, მით უმე­ტეს, რომ პლა­ჟებ­ზე ხში­რად არ არის საკ­მა­რი­სი ურ­ნე­ბი, ხოლო ზო­გი­ერთ მათ­გან­ზე შეს­ვლის სა­ფა­სუ­რი ირი­ცხე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის მოვ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე. კო­მენ­ტა­რებ­ში გა­ის­მა კი­თხვე­ბი: “ნა­გავ­ზე არ წე­რია, რომ ის რუ­სებ­მა და­ყა­რეს. ურ­ნე­ბი კი სად არის?“ და მო­წო­დე­ბე­ბი: “ჯერ პი­რო­ბე­ბი შექ­მე­ნით, მერე ფა­სე­ბი გა­ზარ­დეთ. ამ დრო­ის­თვის თქვენ თურ­ქე­თის ფა­სად ყი­დით დას­ვე­ნე­ბას, მომ­სა­ხუ­რე­ბა კი ნუ­ლია”.

სკან­და­ლე­ბის ფონ­ზე, შე­დე­გე­ბი მყი­სი­ე­რად დად­გა. რუ­სე­თის ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (ATOR) მო­ნა­ცე­მე­ბით, 2025 წლის ივ­ლი­სის პირ­ველ კვი­რას აფხა­ზეთ­ში ტუ­რე­ბის და­ჯავ­შნა 40%-ით შემ­ცირ­და წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. რუ­სე­ბი მა­სობ­რი­ვად უარს ამ­ბო­ბენ ადრე და­ჯავ­შნილ ტუ­რებ­ზე და სა­ნაც­ვლოდ თურ­ქეთს, ეგ­ვიპ­ტეს, ყი­რიმ­სა და კრას­ნო­და­რის მხა­რეს ირ­ჩე­ვენ. მა­გა­ლი­თად, თურ­ქეთ­ში დას­ვე­ნე­ბის მო­თხოვ­ნის 15%-იანი ზრდა და­ფიქ­სირ­და, ხოლო სოჭ­სა და ანა­პა­ში – 20%.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბი გან­გაშს ტე­ხენ: სას­ტუმ­რო­ე­ბი ნა­ხევ­რად ცა­რი­ე­ლია, კა­ფე­ე­ბი არ მუ­შა­ობს, ინ­ვენ­ტა­რის და­ქი­რა­ვე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა თით­ქმის ნუ­ლო­ვა­ნია. ფა­სე­ბი მა­ღა­ლი რჩე­ბა, მაგ­რამ მო­თხოვ­ნა სწრა­ფად ეცე­მა. ტუ­რის­ტე­ბი სულ უფრო ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ აფხა­ზეთ­ში დას­ვე­ნე­ბა “რისკს“ წარ­მო­ად­გენს და არა სი­ა­მოვ­ნე­ბას, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბით, გა­ბე­რი­ლი ფა­სე­ბი­თა და სერ­ვი­სის არარ­სე­ბო­ბით.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის მთა­ვა­რი საყ­რდენს წარ­მო­ად­გე­ნენ. “როს­ტუ­რიზ­მის” მო­ნა­ცე­მე­ბით, 2023 წელს აფხა­ზეთს ოთხ მი­ლი­ონ­ზე მეტი რუსი ტუ­რის­ტი ეწ­ვია, რაც ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის 80%-ს შე­ად­გენ­და.

ექ­სპერ­ტე­ბი წე­რენ, რომ თუ აფხა­ზე­თი არ შეც­ვლის მიდ­გო­მას და არ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ტუ­რის­ტულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს, შე­საძ­ლოა სა­მუ­და­მოდ და­კარ­გოს რუსი ტუ­რის­ტე­ბის ნდო­ბა. ტუ­რის­ტუ­ლი ბა­ზა­რი დღეს ძალ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ლია და სტუმ­რე­ბი სწრა­ფად გა­და­დი­ან ისეთ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, სა­დაც მათ ღი­მი­ლით ხვდე­ბი­ან და არა საყ­ვე­დუ­რე­ბით. 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ უკვე დრო­ე­ბით აუკ­რძა­ლა ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს აფხა­ზეთ­ში ტუ­რე­ბის გა­ყიდ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბე­ბის გამო, რაც “აღ­მზრდე­ლო­ბი­თი ზომა“ იყო და აჩ­ვე­ნა აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა რუსი ტუ­რის­ტე­ბის გა­რე­შე.

წყარო: ambebi.ge