ღაზის სექტორში, სასმელი წყლის დარიგების პუნქტზე ისრაელის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში, სასმელი წყლის დარიგების პუნქტზე ისრაელის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა.

როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ლტოლვილების ბანაკ ნუსეირათში ჩავარდა. დაღუპულებს შორის ექვსი ბავშვია, დაჭრილების უმეტესობა კი, მძიმე მდგომარეობაშია.

ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ რაკეტის სამიზნე იყო აშშ-სა და ევროპაში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ისლამური ჯიჰადის“ ბაზა, თუმცა „ხარვეზების გამო რაკეტამ კურსი შეიცვალა“. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„ისრაელის არმია წუხს ნებისმიერი ზიანის გამო, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს მიადგათ“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურ განცხადებაში.