მოსკოვში ძლიერი წვიმის შედეგად მშვიდობის გამზირი წყლით დაიფარა. ამის შესახებ mail.ru იუწყება.
„ტროპიკულმა კოკისპირულმა წვიმამ მშვიდობის გამზირი დაიტბორა. რიგის სადგურის მიდამოებში წყალმა გზა მთლიანად დაფარა. ავტომობილები წყალში დაცურავს“, – იუწყებიან რუსული ტელეგრამ-არხები.
წყლის მაღალი დონის გამო მოძრაობა დიმიტროვსკის მაგისტრალზეც გაჩერდა. აქვე წყალმა გვირაბი დატბორა.