გიორგი გახარია – რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას გახარია X-ზე ავრცელებს.

გიორგი გახარია - რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები.

„ევროკავშირის მინისტერიალის შეხვედრის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის – საქართველოს ნამდვილ მეგობარს, რათა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები.

ჩვენ ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას, ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის”, – წერს გახარია.