“მზად ვარ, რომ “ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე” – რას ამბობს გიორგი გახარია საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით?

“სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, რა თქმა უნდა, ვა­პი­რებ, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმი­ტომ არის სა­ხი­ფა­თო, რომ მათი უგუ­ნუ­რო­ბის გა­ზომ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია – ბრძო­ლის­თვის ვარ მზად, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას. იმის­თვი­საც მზად ვარ, რომ “ოც­ნე­ბას“ ასე არ ჩავ­ბარ­დე, თუ მე აქ ვარ ეფექ­ტუ­რი – აქ ვიბ­რძო­ლებ, თუ ცი­ხე­ში ვარ ეფექ­ტუ­რი – ცი­ხე­ში ვიბ­რძო­ლებ,- ამის შე­სა­ხებ “გა­ხა­რია – სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, მის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­უ­სელ­ში, ჟურ­ნა­ლისტ თა­მარ ნუ­ცუ­ბი­ძეს­თან კო­მენ­ტარ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მზად ვარ, რომ "ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე" - რას ამბობს გიორგი გახარია საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით?

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას აზ­რით, ამ ეტაპ­ზე მისი ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ბრი­უ­სელ­შია.

“ვა­პი­რებ თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას? რა თქმა უნდა ვა­პი­რებ, ვი­ზი­ტე­ბი ჯერ კი­დევ და­გეგ­მი­ლი მაქვს. სი­მარ­თლე , რომ ვთქვა რთუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლად თქმა, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უგუ­ნუ­რო­ბა რა სა­ხის ზღვარს გა­და­ლა­ხავს, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმი­ტომ არის სა­ხი­ფა­თო, რომ მათი უგუ­ნუ­რო­ბის გა­ზომ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ხვალ შე­საძ­ლოა ვი­ღა­ცამ გა­ი­გოს, რომ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ბიტ­კო­ი­ნი ყო­ფი­ლა გა­და­მა­ლუ­ლი, ან რამ­დენ­ჯერ­მე მეტი ფული ყო­ფი­ლა მო­პა­რუ­ლი “ქოლ­ცენ­ტრე­ბი­დან“ და სას­წა­უ­ლი მოხ­დეს. უნდა გვეს­მო­დეს მთა­ვა­რი დე­ტერ­მი­ნან­ტი – დი­ლით, როცა მთავ­რო­ბა იღ­ვი­ძებს, ბიტ­კო­ინ­სა და ფულს ეძებს, ის კი არ აღელ­ვებს ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ ცხოვ­რო­ბენ, ევ­რო­კავ­შირ­ში რა ხდე­ბა, ინფლა­ცია… ამათ მო­პა­რუ­ლი ფული ადარ­დებთ ვის ხელ­შია.

ვარ თუ არა ცი­ხის­თვის მზად რას ნიშ­ნავს? ბრძო­ლის­თვის ვარ მზად, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას. იმის­თვი­საც მზად ვარ, რომ “ოც­ნე­ბას“ ასე არ ჩავ­ბარ­დე. ჩემი ყო­ვე­ლი დღე პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯია და დღეს უბ­რა­ლოდ ისე მოხ­და, რომ მე­დი­ას თავი ვერ ავა­რი­დე, თო­რემ მე რა­საც ვა­კე­თებ, იმის პი­ა­რი არას­დროს მიც­დია. ამი­ტომ თუ მე აქ ვარ ეფექ­ტუ­რი – აქ ვიბ­რძო­ლებ, თუ იქ – იქ ვიბ­რძო­ლებ და თუ ცი­ხე­ში ვარ ეფექ­ტუ­რი – ცი­ხე­ში ვიბ­რძო­ლებ.

ჩემი აზ­რით, ჩემი ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ბრი­უ­სელ­შია, ამ ადა­მი­ა­ნებ­თან. დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის იყო გან­წყო­ბა, უვი­ზო მი­მოს­ვლა ჰა­ერ­ში იყო, მაგ­რამ ეს გა­და­ვა­ვა­დეთ, ამის­თვის კი მარ­ტო მე არ მი­მიღ­წე­ვია, ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად შევ­ძე­ლით და გა­და­ვა­ვა­დეთ. ამის [უვი­ზო მი­მოს­ვლის] და­კარ­გვა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს უბ­რა­ლოდ ბო­რო­ტე­ბაა და “ოც­ნე­ბას“ ეს აწყობს და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ასე­ვე გი­ორ­გი გა­ხა­რია, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით 15 ივ­ლისს გა­მარ­თულ მოს­მე­ნა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“გზავ­ნი­ლი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ევ­რო­კავ­ში­რი ვერ ახერ­ხებს, რომ კონ­სენ­სუსს მი­აღ­წი­ოს, თუ რო­გორ და­უ­წე­სოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­სა და ორი­ენ­ტა­ცი­ის ცვლი­ლე­ბა­ში, ეს კი იმას არ ნიშ­ნავს, რომ უნდა და­სა­ჯონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. “ოც­ნე­ბა“ ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ზურგს უკან და­ი­მა­ლა და სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს მეშ­ვე­ბით ცდი­ლობს, რომ პერ­სო­ნა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი არ და­უ­წეს­დეს. ყვე­ლა­ფე­რი მალე გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­დე­საც ამ საბ­ჭოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გამ­ჟღავ­ნდე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მთავ­რო­ბას მოს­თხო­ვენ გა­ა­სა­ჯა­რო­ოს თუ რა სა­ხის წე­რი­ლი მი­ი­ღო ევ­რო­კო­მი­სი­ის­გან, თუ რა ვა­დებ­სა და პი­რო­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი. [“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“] თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის იღ­ვწის და მათ­თვის შრო­მობს, მა­შინ გა­ა­სა­ჯა­რო­ონ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ ის, რა­საც ბოლო წლებ­ში მი­ვაღ­წი­ეთ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მი­ი­ღეს, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ გან­სხვა­ვე­ბით და­ვიც­ვათ. “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ძა­ლი­ან აწყობს თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უვი­ზო მი­მოს­ვლას შე­უ­ჩე­რე­ბენ. ივა­ნიშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა ხომ გახ­სოვთ – “სა­ზღვრე­ბი გა­იხ­სნა, ხალ­ხი და­დის და ხე­და­ვენ ცხოვ­რე­ბა რო­გო­რია და მერე თვი­თო­ნაც უნ­დე­ბათ კარ­გი, ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაო და მერე აქაც იმა­ვეს მოგვ­თხო­ვე­ნო“. თვი­თონ მზად არი­ან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ მო­პა­რუ­ლი ფუ­ლის და­სა­ცა­ვად – ერ­თმა­ნეთს ეს­ვრი­ან და ქუ­ჩუ­რი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვე­ბი აქვთ. დღეს ჩვენ ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს, რო­მე­ლიც წყალს ატანს ყვე­ლა­ფერს, რაც ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვა­კე­თეთ, რომ ევ­რო­პას და­ვახ­ლო­ე­ბო­დით. ქვე­ყა­ნას ბოლო 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფული ამოძ­რა­ვებს. არა­რა­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი არ შე­უქ­მნი­ათ უცხო­უ­რი ფონ­დე­ბის­გან ხელ­ფა­სის მი­ღე­ბის გარ­და“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს და “ლელო – ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან“ მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბას, გი­ორ­გი გა­ხა­რია აღ­ნიშ­ნულს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს უწო­დებს. მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე “ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ და “გა­ხა­რია-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი არ იყ­ვნენ.

“ჩვენ უნდა მი­ვი­დეთ ყვე­ლა ადა­მი­ან­თან და უნდა ავუხ­სნათ, რომ “ოც­ნე­ბა“ ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ძა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

მე­მო­რან­დუ­მის არსი იყო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ერ­თმა­ნეთ­თან უნდა ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, რა აზრი აქვს, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთს და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ და კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ვი­ყოთ? უნდა ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ და ჩვე­ნი კან­დი­და­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს არ უნდა და­ვუ­პი­რის­პი­როთ. სა­დაც ნე­იტ­რა­ლუ­რი კან­დი­და­ტებ­ზე შევ­თან­ხმდე­ბით, ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­დე­გი იქ­ნე­ბა, ასე­ვე ვა­პი­რებთ სა­უ­ბარს იმ პა­ტი­ე­ბის ამომ­რჩევ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც დღეს ბო­ი­კოტ­ში არი­ან, ოღონდ სა­დაც ნე­იტ­რა­ლუ­რი კან­დი­და­ტე­ბი გვე­ყო­ლე­ბა წარ­დგე­ნი­ლი. ჩვენ ყვე­ლაფ­რის­თვის ღიად ვართ. პარ­ტი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი წარ­სულ­ში უნდა დავ­ტო­ვოთ“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.