ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ Meduza ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახურმა სამხედროების გაწვევა დამტკიცებული გეგმის მიხედვით უნდა უზრუნველყოს.
განკარგულება ძალაში 28 სექტემბრიდან შედის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
“იმედი”