მარია ზახაროვა რუსეთის პოზიციას ახმოვანებს: “რუსეთს უფლება აქვს, იარაღი გამოიყენოს ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან”

რუ­სეთს უფ­ლე­ბა აქვს, ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნოს იმ ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნას ეხ­მა­რე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო­ე­ბი პირ­და­პირ ჩარ­თუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, თუ უკ­რა­ი­ნა შორი მან­ძი­ლის გერ­მა­ნულ Taurus რა­კე­ტებს გა­მო­ი­ყე­ნებს.

“გახ­სოვ­დეთ, 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრა რუ­სე­თის პო­ზი­ცია და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, მწვა­ნე შუქი მის­ცენ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში თა­ვი­ან­თი შორი მან­ძი­ლის სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. ეს პო­ზი­ცია უც­ვლე­ლი რჩე­ბა, რუ­სე­თი მი­იჩ­ნევს, რომ უფ­ლე­ბა აქვს სა­კუ­თა­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნოს იმ ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ვი­სი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას გას­ცე­მენ. კონ­ფლიქ­ტის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში კი მტკი­ცედ და სარ­კი­სებრ ვუ­პა­სუ­ხებთ”, – გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.