ლოს-ანჯელესში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ლოს-ანჯელესში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ცნობით, ინციდენტი სანტა მონიკას ბულვარზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშვებულთაგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე მოხდა.