ლატვიიდან რუსეთის 841 მოქალაქის დეპორტაცია მოხდება. შესაბამისი შეტყობინება ამ ადამიანებს უკვე გადაეგზავნათ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
დეპორტაციის გადაწყვეტილება იმის გამო არის მიღებული, რომ ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს 2025 წლის 30 ივნისამდე ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის მიღებაზე განაცხადი უნდა შეეტანათ. ამისთვის მათ ლატვიური ენის გამოცდა უნდა ჩაებარებინათ.
ვინაიდან 841-მა პირმა ევროკავშირის რეზიდენტის მიღების განაცხადი არ შეავსო, მათ 2025 წლის 30 ნოემბრამდე ლატვია უნდა დატოვონ.
2024 წლის დასაწყისიდან ლატვიის მიგრაციულმა სამსახურმა რუსეთის 1167 მოქალაქეს ქვეყნიდან გაძევების შეტყობინება გაუგზავნა.