პოსტსაბჭოეთიდან, უზბეკეთმა, სსრკ-ს დროინდელი წარმოება კი არ გაანადგურა, გაზარდა და განავითარა…- ნოდარ ნადირაძე

ფეისბუქმომხმარებელი ნოდარ ნადირაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

პოსტსაბჭოეთის რესპუბლიკებს შორის, ერთადერთი რესპუბლიკაა უზბეკეთი,სადაც სსრკ-ს დროინდელი წარმოება კი არ გაანადგურეს,როგორც ბალტიისპირელებმა,მოლდოვამ ან საქართველომ, პირიქით,გაზარდეს და განავითარეს! უზბეკებმა მიაღწიეს იმას,რომ წარმოების ზრდის ტემპებით,რუსეთის ფედერაციასაც კი გაუსწრეს! გარდა ამისა აღსანიშნავია ამ ქვეყნის წარმატება დემოგრაფიის კუთხითაც მაშინ, როცა დანარჩენ “ყოფილებში”,მოსახლეობა კატასტროფულად კლებულობს! 1990 იანი წლების დასაწყისში,უზბეკეთის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 20,8 მილიონს! 2019 წლისთვის კი, ეს ციფრი 33,5 მილიონამდე გაიზარდა! ბრავო უზბეკებო! “წილხვედრიც” თქვენ ყოფილხართ და მართლა ყველაზე მაგრებიც! ქართველებმა კი ვიძახოთ მიშა მაგარია,ბიძო მაგარია, ჯოს ჯოს ჯოს და რაც მთავარია ფანდურზე დაკვრა არ დაგვავიწყდეს “ვედროებით” ღვინის “ხვადგური” სმით…! ხო,კიდო! წვერები უფრო გრძლად მოუშვით და “ღრმად მორწმუნის” დაღვრემილი სახეებით ატყუეთ და ძარცვეთ ერთმანეთი…დემოკრატიულად! ?P.S.თურმე… უზბეკეთი არც სსრკ-ში იყო,არც ცკ ჰქონიათ იქ,არც კგბ და პარტბილეთი ხომ არც ერთ უზბეკს არ დებია ჯიბეში…აბა? და…სოროსს არ ცოდნია თურმე სადაა უზბეკეთი…?

წყარო