სულ უფრო მეტი სასულიერო პირი ილაშქრებს “მეუფე პეტრეს” და მის ამფსონების წინააღმდეგ, რომლებმაც საეკლესიო გადატრიალების მოწყობა სცადეს და რომელთა უკან დასავლეთის გარკვეული ძალები მოიაზრებიან, კონსტანტინეპოლის ცრუ-პატრიარქ ბართლომეს ფაქტობრივი მფარველები.
გარდა წმ. სინოდის წევრებისა, აქტიურად გამოხატავენ პოზიციას რიგითი მღვდლები. ტვ “ფორმულა” ავრცელებს ჩანაწერს, რომელზეც ერთ-ერთი ასეთი მღვდელი, დეკანოზი მოსე, გმობს საფრანგეთში მცხოვრები, ეკლესიიდან დიდი ხნის განკვეთილი მღვდლის, გვარად სხილაძის ანტიეკლესიურ ინსინუაციებს და ამბობს:
“ვაგლახ მას, თუ ეს ასე იყო და მან არ თქვა, გამოდის, რომ ის ან მშიშარა ან მოგზავნილი ყოფილა – დასავლეთის პროპაგანდისტული მანქანით, რომელსაც უნდა, აბსოლუტურად დაგვამხოს თავზე მართლმადიდებლობა. მაგრამ არ გამოუვათ და, აი რატომ: ჩვენ პოტენციურად ერთად გვყავს 150-მილიონიანი მართლმადიდებელი რუსი ერი. მართლმადიდებელი ერების მსოფლიო ოჯახს არ ემუქრება გაქრობა, რადგან ქართველი ერი რუს ერთან და სხვა მართლმადიდებელ ერებთან ერთად, საზეპურო ერი არის! ჩვენ ერთად შევხვდებით ქრისტეს, ამინ!” – ამბობს მამა მოსე.