თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუს აკარი აცხადებს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის მიწებიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს.
„მეტიც, სომხეთმა სხვადასხვა უცხო ქვეყანიდან გადაბირებული მებრძოლები და ტერორისტები უკან უნდა გაიყვანოს, ჩვენ ამას მოვითხოვთ,“- აღნიშნა ჰულუსი აკარმა.
ცნობისათვის, მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დაღუპულ წარმომადგენლებს შორის, სირიიდან და შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან სომეხი წარმოშობის დაქირავებული მებრძოლების ცხედრები აღმოაჩინეს.
“აიპიენი”