🟥”ორი შვილი მყავს ძმაო, 14 წლის გოგოს მარჯვენა თვალი არ აქვს, მოვიარე მთელი ქვეყანა, ვალი, სესხი, რომ მემუკურნალა. მისთვის გავაკეთე ჭერი და მისი სათამაშოები გარეთ გამომიყარეთ ძმაო. შენ რომ შვილი გამოგიგდონ გარეთ, როგორ იქნები მითხარი.”- თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებული მოქალაქე. 🟥თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება 24 ივლისს დილიდან დაიწყეს, არაერთი ადამიანი გახდა შეუძლოდ. დღის განმავლობაში დააკავეს 17 ადამიანი, მათ შორის, აქტივისტებიც. 🟥 გამოსახლებულთა ნაწილს, მათი თქმით, წასასვლელი არსად აქვს, ამიტომ ღამეს მათი საცხოვრებლის მიმდებარედ გაათევენ, მათთან ერთად რჩებიან აქტივისტებიც. 🟥 ვიდეო: ქეთევან ხუციშვილი | ნეტგაზეთი