თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, ისინი რუსეთისა და უკრაინის ლიდერების პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას ცდილობენ და არა – აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, როგორც ეს მანამდე მედიაში გავრცელდა.
როგორც აღმოჩნდა, მედიაში არასწორად გავრცელდა პრეზიდენტ ერდოღანის ციტირება. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეეცდება, რომ ვლადიმერ პუტინთან და დონალდ ტრამპთან კომუნიკაციის შედეგად, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი შეახვედროს ერთმანეთს.
თურქეთის პრეზიდენტი შეხვედრის ორგანიზებას სტამბოლში გეგმავს.
ცნობისთვის, 23 ივლისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. უკრაინულმა მხარემ ისევ დააყენა შეხვედრის უმაღლეს დონეზე გამართვის ინიციატივა.