თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა და რუსეთი ლიდერების შეხვედრაზე შეთანმხდნენ

უკრაინამ და რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების თაობაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა.

ჰაკან ფიდანი

თურქი დიპლომატის თქმით, მიმდინარე კვირას მხარეები უკვე განიხილავდნენ ასეთი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას.

„მიღწეულია პრინციპული შეთანხმება თურქეთში ლიდერების სამიტის გამართვის შესახებ. ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს მომლაპარაკებელი ჯგუფები თამაშობენ. ვინაიდან ჩვენ ამ საკითხის განხილვას სიფრთხილით ვაგრძელებთ, ვხედავ შეხვედრის ჩატარების მზაობას“, – თქვა ფიდანმა.