ლონდონში, სამგზავრო ავტობუსში მაჩეტეს გამოყენებით 14 წლის ბიჭის მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ მოზარდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
14 წლის დამწყები რეპერი, კელიან ბოკასა 7 იანვარს, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვულვიჩში, 472 ავტობუსში სასიკვდილოდ დაჭრეს. მედიის ცნობით, ის ავტობუსის მეორე სართულზე იმყოფებოდა, როდესაც ორი ახალგაზრდა მომღიმარი სახით მიუახლოვდა და “გრძელი მაჩეტეებით” დაესხა თავს.
ბრალდებულებმა, რომლებიც ამჟამად 16 წლის არიან, კელიანის მკვლელობა და დანის ფლობა აღიარეს.