დამტკიცებულია გეგმა, რომ დღეში 500-დან 1000-მდე გამანადგურებელი მივიღოთ – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. რუსებმა ხარკოვის რაიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას მართვადი ბომბი ესროლეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია 14 დაშავებულის შესახებ.

ზელენსკი

ადგილზე მორიგეობენ სამართალდამცავი ორგანოები, საგანგებო სიტუაციების სამსახური და სამედიცინო ჯგუფები.

ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ ჩვენს ყველა დანაყოფს. უზრუნველყოფთ უკრაინელი მეომრებისთვის იარაღის საიმედო გადაცემას. დამტკიცებულია გეგმა, რომ დღეში 500-დან 1000-მდე გამანადგურებელი მივიღოთ, რაც ადვილი არ არის. ასევე გავმართე შეხვედრები საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მოსამზადებლად, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ჩვენი კომუნიკაცია ყველა პარტნიორთან გრძელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ზაფხულს არცერთი დღე არ დაიკარგოს, რამაც შეიძლება რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.