დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის ჯონ რეტკლიფის განცხადებით, „რაშაგეითის“ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის სავარაუდოდ, ჯონ ბრენანს, ჯეიმს კომისა და ჰილარი კლინტონს ბრალს წაუყენებენ და მათ წინააღმდეგ სასამართლო დევნას დაიწყებენ.
„ამიტომაც მივეცი სვლა იმ საქმეებს, რომელიც მაქვს. ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, გაბარდმა უკვე გადააგზავნა საქმეები… ჩვენ გავაგრძელებთ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, რაც იუსტიციის დეპარტამენტს დაეხმარება წარუდგინოს სამართლიანი და დასაბუთებული ბრალდება მათ, ვინც ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ ეს სიცრუე შექმნა“, – აღნიშნა რეტკლიფმა.