გერმანიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.

მატარებელში დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა და ის ზიგმარინგენი-ულმის მიმართულებით მოძრაობდა.

ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და მაშველები იმყოფებიან.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ „ დამწუხრებულია მსხვერპლის გამო. მან, ასევე, თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულების ოჯახების წევრებს.