კანადის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შესაძლებლობას განიხილავს და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს დღეებში იქნეს მიღებული. აღნიშნულის შესახებ CBC News-ი იტყობინება.
„კანადის მთავრობა განიხილავს პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას და განიხილავენ უნდა დაექვემდებაროს თუ არა ეს ნაბიჯი გარკვეულ პირობებს,“ – აცხადებენ გამოცემის წყაროები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
30 ივლისს, მთავრობის სხდომაა დაგეგმილი, სადაც ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.
პალესტინის შესაძლო აღიარება დასავლეთის ქვეყნების მიერ
25 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.
როგორც მაკრონი განმარტავს, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.
„ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთმა აღიაროს პალესტინის სახელმწიფო“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
29 ივლისს კი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაკრონისა და სტარმერის განცხადებები გააკრიტიკა.