ქეთა თოფურია წყნეთში, თეონა კონტრიძე შეკვეთილში, მიხეილ ყაველაშვილის ვაჟთან ერთად… – სად ისვენებენ რუსეთში მოღვაწე ქართველები (ფოტოები)

ზა­ფხუ­ლი დას­ვე­ნე­ბი­სა და გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო დროა. ცხა­დია, ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბიც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტს ირ­ჩე­ვენ, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბი სამ­შობ­ლოს სა­ნა­პი­რო­ებ­სა თუ მთი­ან რე­გი­ო­ნებს სტუმ­რო­ბენ. ვნა­ხოთ, სად და რო­გორ ის­ვე­ნებ­დნენ ამ ზა­ფხულს ჩვენ­თვის ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი.

ქეთა თო­ფუ­რია: გან­მარ­ტო­ე­ბა წყნეთ­ში და ოჯა­ხუ­რი იდი­ლია

ამ ზა­ფხულს სა­ქარ­თვე­ლო ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა ქეთა თო­ფუ­რი­ამ მო­ი­ნა­ხუ­ლა. ის შვი­ლებ­თან ერ­თად წყნეთ­ში ის­ვე­ნებ­და, სა­დაც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქე­თას სა­კუ­თა­რი, დიდი და და­ცუ­ლი ვილა აქვს. მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ აქ­ტი­უ­რობ­და და დას­ვე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მხო­ლოდ ერთი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. უც­ნო­ბია, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა მას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლე, ლევ ძენ­გო­ვი.

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე: “ხმე­ლი სუ­ნე­ლის” დუ­ე­ტი შეკ­ვე­თილ­ში და პლა­ჟის ეტი­კე­ტი

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნა­პი­რო­ზე, შეკ­ვე­თილ­ში ის­ვე­ნებს. ცოტა ხნის წინ ის ალ­პებ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და, ახლა კი შა­ვი­ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტი­დან გვი­ზი­ა­რებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს.

გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს თე­ო­ნას ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც მას­თან ერ­თად ბა­ლე­რო­ნი ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძეც ჩანს. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც შეკ­ვე­თი­ლი­დან ვრცელ­დე­ბა, თე­ო­ნა სა­კუ­თარ თავ­სა და ცის­კა­რი­ძეს ხუმ­რო­ბით “დუეტ ხმელ სუ­ნე­ლად” წარ­მო­ად­გენს და პლაჟ­ზე კვე­ბის წე­სებ­ზე სა­უბ­რობს.

“დუ­ე­ტი „ხმე­ლი სუ­ნე­ლი“ აგ­რძე­ლებს მა­უ­წყებ­ლო­ბას. მე­გობ­რე­ბო, მი­თხა­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა პლაჟ­ზე ჭამა? სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­გა­ლი­თად, ჭამა მი­ღე­ბუ­ლი არ არის. სი­მინ­დი – მაქ­სი­მუ­მი… მე პი­რა­დად კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ზღვას­თან გას­ტრო-კვე­ბის. ნიკა ცის­კა­რი­ძეც ეს სა­შინ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა! სა­ზამ­თროს ქერ­ქი, ხა­ჭა­პუ­რი, სი­მინ­დის ტარო და ატ­მის კურ­კე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში არე­უ­ლი – სა­ში­ნე­ლი ნა­ზა­ვია. იქ­ნებ შე­ვი­კა­ვოთ თავი, ღვთის გუ­ლის­თვის?!”

რო­გორც ჩანს, თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე­სა და ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძეს პლაჟ­ზე უწეს­რი­გო კვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტის გან­ცდა აქვთ, რა­საც ღიად გა­მო­ხა­ტა­ვენ.

თე­ო­ნას ინ­სტაგ­რამ სთო­რებ­ში ჩანს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ვაჟი გური ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი. “ჩემი პრინ­ცი წა­ვი­და”, – წერს თე­ო­ნა ერთ-ერთ ფო­ტო­ზე და გური ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

გური ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნია. AMBEBI.GE ჯერ კი­დევ მისი მა­მის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბამ­დე წერ­და, რომ გუ­რის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მო­დე­ლი ლი­კუ­ნა სტუ­რუა გახ­ლდათ. წყვი­ლი ისევ ერ­თად არის და, რო­გორც ჩანს, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა.

ერთი კვი­რის წინ ლი­კუ­ნამ და­ბა­დე­ბის დღე გრან­დი­ო­ზუ­ლად აღ­ნიშ­ნა და გუ­რის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.