რუსეთში სომხეთის ელჩი- ერევანი „ისკანდერებს“ გამოიყენებს მაშინ, თუ მთიან ყარაბაღში თურქეთი F-16-ს გამოიყენებს

ერევანი „ისკანდერებს“ გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთი დაიწყებს მთიან ყარაბაღში F-16-ის გამოყენებას.

 

მანამდე კი თურქული უპილოტო საფრენი აპარატების ლიკვიდაციისთვის საკმარისია შეიარაღებაში არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგანიანმა განუცხადა.

მისი თქმით, გამოდის, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწევს გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ელჩის განცხადებით, ჯერჯერობით, საქმე აქამდე არ მისულა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს სომხეთი გახდა რუსეთის პირველი პარტნიორი ქვეყანა, რომელმაც მისგან ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი მიიღო.

“აიპიენი”