დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ტრამპმა ტარიფები დაუწესა ისეთ ქვეყნებს როგორის არის კანადა, ბრაზილია, ინდოეთი და ტაივანი.

პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, ტრამპმა კანადიდან შეტანილი საქონლის უმეტესობაზე 35%-იანი, ბრაზილიიდან 50%-იანი, ინდოეთიდან 25%-იანი, ტაივანიდან 20%-იანი და შვეიცარიიდან 39%-იანი ტარიფები დააწესა.

ტრამპის ბრძანებაში იმპორტის გადასახადის 10%-დან 41%-მდე გაზრდა 69 სავაჭრო პარტნიორისთვის არის მითითებული.

შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა, ინდოეთს 25%-იანი ტარიფი დაუწესა.