თეთრი სახლი: ტრამპმა კანადას ტარიფები 25%-დან 35%-მდე გაუზარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადას ტარიფები 25%-დან 35%-მდე გაუზარდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ამიერიდან ტვირთებს, რომლებსაც ტარიფების თავიდან აცილების მიზნით მესამე ქვეყანაში გადაგზავნიან, 40%-იანი გადასახადები დაუწესდებათ.

თეთრი სახლი ირწმუნება, რომ კანადის შემთხვევაში ტარიფების ზრდა მეტწილად ფენტანილს უკავშირდება. ამერიკული მხარე კანადას ადანაშაულებს იმაში, რომ მან ამ ნივთიერების კონტრაბანდა ვერ შეაჩერა.