ღაზას სექტორში დილით, ხან იუნისის სამხრეთით საკვების მარაგის მოლოდინში, სულ მცირე, ორი ადამიანი მოკლეს და 70-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ aljazeera იტყობინება.
ამასთან, როგორც მედიასაშუალება წერს, ღაზაში დახმარების განაწილების პუნქტები აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და აშშ-ში ისრაელის ელჩმა მაიკ ჰაკაბიმ მოინახულეს.
„ღაზაში მედიკოსების ცნობით, ისრაელის მიერ ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვების გამო შიმშილით კიდევ 2 ჩვილი ერთი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა“, – წერს Aljazeera.