ლაშა ცანავა დაიჭირეს შეთითხნილი ბრალდებებით და შემდეგ, ეგრევე შესთავაზეს თავისუფლება და ფული, ლევან ხაბეიშვილის და სხვა პოლიტიკოსების ფარულად ჩაწერისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
როგორც სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „კრიმინალური სინდიკატი ამზადებდა და ამზადებს სხვადასხვა მსგავს პროვოკაციას“
„მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ცანავას ვაჟკაცურ საქციელს.
ლაშა დაიჭირეს შეთითხნილი ბრალდებებით და შემდეგ, ეგრევე შესთავაზეს თავისუფლება და ფული, ლევან ხაბეიშვილის და სხვა პოლიტიკოსების ფარულად ჩაწერისთვის.
როგორც ვვარაუდობდი და ვწერდი, კრიმინალური სინდიკატი ამზადებდა და ამზადებს სხვადასხვა მსგავს პროვოკაციას, მაგრამ ჩვენ ვპასუხობთ სიმტკიცით და შეტევით და ასე ვივლით საბოლოო გამარჯვებამდე!“- წერს სააკაშვილი.