ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სექტემბერში შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სექტემბერში შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს.

ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, პუტინთან შეხვედრა შესაძლოა, შედგეს 6 სექტემბრამდე ჩინეთში, სადაც ვუჩიჩი ვიზიტს გეგმავს.

„პუტინი შესაძლოა, იქ იყოს. ამიტომ, შესაძლოა, შევხვდე მას და, როგორც გავიგე, ტრამპიც შესაძლოა, იყოს იქ. ვინ იცის – მითხრეს, რომ 5 რიცხვში იქნება სპეციალური ვახშამი“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.