“უწყებამ მოკვლევა დაიწყო” – შემოსავლების სამსახური გერმანიის ელჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ გერ­მა­ნი­ის ელჩი, პე­ტერ ფი­შე­რი თბი­ლის­ში, “ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ბი­ნას ქი­რა­ობს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის ანა­ლი­ზი­სას გა­მოვ­ლინ­და შე­საძ­ლო სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, რის გა­მოც შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა ფაქ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლის მიზ­ნით, კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­დე­ბა

“მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ელ­ჩის­თვის, ერნსტ პე­ტერ ფი­შე­რის­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, იჯა­რით გა­ცე­მი­სას, სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან შე­საძ­ლო თა­ვის არი­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის ანა­ლი­ზი­სას გა­მოვ­ლინ­და შე­საძ­ლო სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, რის გა­მოც შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა უკვე და­ი­წყო ფაქ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლის მიზ­ნით, გა­ტარ­დე­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.