Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმება გამოაცხადონ.
- “რამდენიმე წყარო ადასტურებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მზად არიან, ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შესახებ მიღწეული შეთანხმება გამოაცხადონ.
წყაროების ცნობით, ტრამპი, სავარაუდოდ, პარასკევს თეთრ სახლში ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს უმასპინძლებს“, – წერს ჟურნალისტი.
ამასთან, რაუფოღლუ აღნიშნავს, რომ ტრამპი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ზუსტად მაშინ შეხვდება, როდესაც პუტინისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა იწურება.
“აქვე საინტერესო ფაქტი: ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა პუტინთან შეხვედრის ვადის ამოწურვის დღეს გაიმართება“, – წერს ის.