აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ულტიმატუმის წაყენების ფონზე, კრემლმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბარი დაიწყო.
„პუტინი ექსპერტების დონეზე მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა“, – განაცხადა კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან კომენტარში.
ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. თუმცა კრემლი არ გამორიცხავს ამ კვირაში პუტინსა და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოსკოვში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას.