სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება.

„სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცები ქვეყნის დატოვებას მხოლოდ სამხედრო კომისარიატების წერილობითი ნებართვის საფუძველზე შეძლებენ“, – ნათქვამია სომხეთის მთავრობის დადგენილებაში.

 

27 სექტემბერს სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

“იმედი”