მიმდინარე კვირაში პარლამენტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს

საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირაში შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს.

კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო; ცვლაში მუშაობა; ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებადი შვებულების უფლებას.

 

“იმედინიუსი”