“დიდი გამოსვლა” ისრაელიდან: რამდენმა ისრაელელმა და რა მიმართულებით, დატოვა ისრაელი

ათიათასობით ისრაელელმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გადაწყვიტა ისრაელის დატოვება, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაყიდეს სახლები და დატოვეს მთელი ქონება. მათ სურთ ომისგან თავის დაღწევა. ბევრი არ ეთანხმება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკას.

სინტიამ ქმართან და შვილებთან ერთად დატოვა ისრაელი და გრძელვადიანად გადასახლდა ათენში. „ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ჩემი შვილები იყვნენ. ისინი იმსახურებენ ბავშვობას, როგორც ნებისმიერი სხვა ბავშვი მსოფლიოში. არ მინდა, რომ ისინი ომზე ღელავდნენ, ფიქრობდნენ, გვაქვს თუ არა უსაფრთხო სივრცე, დაგვბომბავენ თუ არა და სირენების ხმას გაიგონებენ“, – ამბობს ისრაელელი ინჟინერი.

2024 წელს 82 000-ზე მეტმა ისრაელელმა დატოვა ქვეყანა.
10 000-ზე მეტი ისრაელელი გადავიდა საბერძნეთში, ხოლო კიდევ ათეულ ათასობით – კვიპროსსა და პორტუგალიაში.

ყოფილი ჟურნალისტისა და აქტივისტის, იზარ ბერისთვის, ისრაელი აღარ არის დემოკრატია. მასაც სურს ქვეყნის დატოვება მთავრობის აგრესიული პოლიტიკის გამო. „ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა დემონსტრაციაში მივიღე მონაწილეობა. მაგრამ ამან არ უშველა. ვერაფერი აბრკოლებს არსებულ ფაშისტურ ტენდენციებს. იმედი მაქვს, რომ კონფლიქტი გარკვეულ მომენტში მოგვარდება და კომპრომისებზე წასვლა იქნება შესაძლებელი“, – ამბობს იზარ ბერი.

ისრაელს ეგზოდუსი – [ბიბლიური] გამოსვლა ემუქრება (?!)
ისრაელის გადამზიდავ კომპანიებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ. აშდოდიდან გადამზიდავი მეწარმე ილჰან რებიდო “გამოსვლაზე” საუბრობს. ის ამბობს, რომ 30 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელიდან ხალხის ასეთი მასობრივი გასვლა ნახა.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ 2024 წელს, 82 000-ზე მეტმა ისრაელელმა დატოვა ქვეყანა. უმეტესობამ წინასწარ გაყიდა ქონება. ხალხის ამ რაოდენობიდან ძალიან ცოტა ფიქრობს უკან დაბრუნებაზე.

 

იოანის კარაგიორგასი (“ევრონიუსი“)