ნობელის პრემიის ამბიციები: რატომ იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სასარგებლო ტრამპისთვის და რას გეგმავენ მხარეები

“ვა­შინგტონ­ში, პა­რას­კევს და­გეგ­მი­ლი დო­ნალდ ტრამ­პის, ილ­ჰამ ალი­ე­ვი­სა და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის შეხ­ვედ­რა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ვი­ტა­ნოთ სულ მცი­რე ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნა: რუ­სეთს სურ­და ყო­ფი­ლი­ყო ერ­თა­დერ­თი არ­ბიტ­რი სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტში, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ შე­არ­ყია მოს­კო­ვის პო­ზი­ცი­ე­ბი რე­გი­ონ­ში და ახლა ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რებს სურთ, რომ ამე­რი­კა მის ად­გი­ლას იხი­ლონ,“ – ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა BBC წერს და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მო­სა­ლოდ­ნელ შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე ანა­ლი­ტი­კურ მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს.

“აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმაც და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც ვერ შეძ­ლეს დო­ნალდ ტრამ­პთან შეხ­ვედ­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მისი პირ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. სამ­ხრეთ კავ­კა­სია არ გამ­ხდა­რა პრი­ო­რი­ტე­ტი მისი მე­ო­რე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვი­საც, რო­მელ­საც უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი ჰქონ­და – რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნას­თან შე­რი­გე­ბა და ღა­ზა­ში ომის შე­ჩე­რე­ბა. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ტრამ­პის მთა­ვარ­მა სამ­შვი­დო­ბო გეგ­მებ­მა არ გა­მო­ი­ღო შე­დე­გი, მან ყუ­რა­დღე­ბა სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქტზე გა­ა­მახ­ვი­ლა, სა­დაც სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი დიდი ხნის წინ დას­რულ­და და სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ტექ­სტიც კი უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო – მხო­ლოდ მისი ხელ­მო­წე­რა რჩე­ბო­და.

  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნი კვლავ და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს სომ­ხე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლას, რო­გორც სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის წი­ნა­პი­რო­ბას.

ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მხა­რე­ებ­მა კომ­პრო­მისს მი­აღ­წი­ეს აზერ­ბა­ი­ჯან­სა და ნა­ხ­ჭე­ვა­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კას შო­რის გზის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გზა სომ­ხე­თის კონ­ტრო­ლის ქვეშ დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ მას ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია მარ­თავს,“ – წერს გა­მო­ცე­მა.

ახლა ვა­შინგტონ­ში მხო­ლოდ სამ­შვი­დო­ბო გან­ცხა­დე­ბის ხელ­მო­წე­რაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ალი­ევ­მაც და ფა­ში­ნი­ან­მაც უკვე არა­ერ­თხელ ისა­უბ­რეს ასეთ სურ­ვილ­ზე. მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ში­შობს, რომ აშშ-ს აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვა სამ­შვი­დო­ბო პრო­ცეს­ში, მხო­ლოდ ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

  • სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ზა­ფხუ­ლი

რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი ვა­შინგტონ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას ტრამ­პის სამ­შვი­დო­ბო გე­ნი­ის ნა­ყოფს უწო­დე­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ეს ბა­ქო­სა და მოს­კოვს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­დე­გია. ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში რუსი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ, ორი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლის სიკ­ვდილ­მა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უთან­ხმო­ე­ბა გა­მო­იწ­ვია. ბა­ქოს „დე­მარშმა“, რო­გორც მას კრემ­ლი უწო­დებს, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ა­ო­ცა და მათ ჯერ კი­დევ არ გა­და­უ­წყვე­ტი­ათ, რო­გორ უპა­სუ­ხონ.

თუმ­ცა, ეს კარ­გი ამ­ბა­ვი იყო სომ­ხე­თის­თვი­საც. იმავდრო­უ­ლად გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­კა­ვა ეკ­ლე­სი­ის ორი ეპის­კო­პო­სი და რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი. ფა­ში­ნი­ა­ნის გა­რე­მოც­ვა მი­იჩ­ნევს, რომ შეთ­ქმუ­ლე­ბის უკან მოს­კო­ვი იდგა.

ერე­ვა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ მოს­კოვ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ მათი ქვე­ყა­ნა კა­ტას­ტრო­ფის ზღვარ­ზე მი­იყ­ვა­ნა და მიზ­ნად ისა­ხავს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღ­დგე­ნას. ბა­ქოს სურს, რუ­სეთ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში უძ­ლი­ე­რე­სი არ­მი­ის მქო­ნე რე­გი­ო­ნულ ძა­ლად იქცა და აღარ არის „ახლო სა­ზღვარ­გა­რე­თის“ ქვე­ყა­ნა.

თუმ­ცა მხა­რე­ებს ისევ აქვთ შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი პუნ­ქტე­ბი – ალი­ე­ვი მო­ი­თხოვს დე­რეფ­ნის შექ­მნას სა­ბა­ჟო შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე. ფა­ში­ნი­ა­ნი ამ გეგ­მას სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დარ­ღვე­ვად უარ­ყოფს. კომ­პრო­მი­სულ ვა­რი­ან­ტად სა­ბა­ჟო შე­მოწ­მე­ბე­ბის და­სავ­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის­თვის გა­და­ცე­მა გა­ნი­ხი­ლე­ბა – ამ გზით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს სო­მეხ მე­სა­ზღვრე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მო­უ­წევთ, მაგ­რამ სომ­ხეთს მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მა­ვალ სა­ქო­ნელ­ზე კონ­ტრო­ლი ექ­ნე­ბა.

  • რა არის TRIPP

მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს ახა­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ჰქვია “ტრამ­პის გზა სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის“, შე­მოკ­ლე­ბით TRIPP. ეს ინო­ვა­ცი­უ­რი ჩარ­ჩო ორ ერს შო­რის ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო სა­კი­თხე­ბი გა­და­საჭ­რე­ლად არის შექ­მნი­ლი.

TRIPP-ის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნე­ბა სატ­რან­ზი­ტო მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის ნა­ხი­ჩე­ვან­თან შე­უ­ფერ­ხე­ბელ კო­მერ­ცი­ულ წვდო­მას. TRIPP არ არის სამ­ხედ­რო ან თავ­დაც­ვი­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა.

“კი­ე­ვი პოს­ტის” წყა­რო­ებ­მა, ნათ­ლად გა­ნა­ცხა­დეს, რომ აშშ არ იძ­ლე­ვა “მკაც­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას“ და არ აგ­ზავ­ნის ძა­ლებს, აშშ-ის ჩარ­თუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა წმინ­და კო­მერ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის – აშშ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოს მარ­შრუ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ყვე­ლა მხა­რის­თვის

  • ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ამ­ბი­ცი­ე­ბი: რა­ტომ იყო სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქ­ტი სა­სარ­გებ­ლო ტრამ­პის­თვის

“ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში არას­დროს ყო­ფი­ლა დო­ნალდ ტრამ­პის მსგავ­სი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი პრე­ზი­დენ­ტი – მან უკვე შე­ა­რი­გა კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა რუ­ან­დას­თან, ტა­ი­ლან­დი კამ­ბო­ჯას­თან და პა­კის­ტა­ნი ინ­დო­ეთ­თან. შემ­დე­გი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თია. ის იმ­სა­ხუ­რებს ნო­ბე­ლის პრე­მი­ას მშვი­დო­ბის სა­კი­თხებ­ში!!!“, – გა­ნა­ცხა­და ორ­შა­ბათს რეს­პუბ­ლი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა ჯო უილ­სონ­მა.

“ერე­ვა­ნი ტრამ­პის მე­ო­რე ვა­დის და­სა­წყი­სი­დან­ვე იმე­დოვ­ნებ­და ამ­ბი­ცი­ას ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე,“ – გა­ნა­ცხა­და გა­ზა­ფხულ­ზე მა­ღა­ლი რან­გის სო­მეხ­მა დიპ­ლო­მატ­მა, რო­მე­ლიც ანო­ნი­მუ­რად რჩე­ბა.

ბა­ქოს კი ეს­მო­და, რომ ტრამ­პის ამ­ბი­ცი­ე­ბი ნო­ბე­ლის პრე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­უ­კე­თე­სო შან­სი იყო.

სა­ბო­ლო­ოდ კი რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­მი­ვე აქ­ტო­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბებს გა­მარ­თავს და შე­საძ­ლოა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სულ მალე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი ვი­ხი­ლოთ.

წყა­რო