The Telegraph: უკრაინა ფრონტის მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის საერთაშორისო აღიარებას არ დათანხმდება

უკრაინის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის მთელ ხაზზე მიესალმება, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის საერთაშორისო აღიარებას არ დათანხმდება. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის არაღიარება დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინის კონსტიტუცია პრეზიდენტს ან პარლამენტს არ აძლევს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს ტერიტორიული შემადგენლობა ან შეეგუოს მისი ტერიტორული მთლიანობის დარღვევას.

თუმცა, როგორც The Telegraph-ი წერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო ძალით დაბრუნება უკვე შეუძლებელია, საჭიროა დიპლომატიური გზების მოძიება.