ისრაელი განიხილავს დიდ ბრიტანეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეწყვეტას, თუ ის პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, – ამის შესახებ The Times-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
„ნეთანიაჰუს მთავრობასთან დაახლოებულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ ისრაელი აფასებს ბრიტანეთთან ურთიერთობას, თუმცა ბრიტანეთის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, მათ შორის პალესტინის სახელმწიფოდ შესაძლო აღიარების საკითხმა პარტნიორობა რისკის ქვეშ დააყენა“, – წერს მედიასაშუალება.
ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
ამასთან, სტარმერმა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ „არასწორს“ უწოდებს.
სტარმერმა ისრაელის მთავრობას მოუწოდოს, დაუყოვნებლივ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას.