პუტინს მალე შევხვდები, ეს მანამდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა, ვფიქრობ, უსაფრთხოების ზომებია მისაღები – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მალე შეხვდება.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.

„მე პრეზიდენტ პუტინს მალე შევხვდები. ეს მანამდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა, ვფიქრობ, უსაფრთხოების ზომებია მისაღები“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის სიტუაცია, შესაძლოა, მალე მოგვარდეს.

ამასთან, ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიების გაცვლა ურთიერთსარგებლის საფუძველზე მიმდინარეობს.