სომხეთის ქალაქ ვარდენისიდან აზერბაიჯანის ქალაქ დაშქესანის რაიონი დაიბომბა- აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის ქალაქ ვარდენისიდან აზერბაიჯანის ქალაქ დაშქესანის რაიონი დაიბომბა.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვაგიფ დარგიახლი სომხეთს პროვოკაციულ ქმედებებში სდებს ბრალს.

აზერბაიჯანის ბრალდებებს სომხეთის ხელისუფლება უარყოფს. სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ვარდენისიდან დაშქესანის რეგიონი არ დაბომბილა და ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს.

ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია საომარი მოქმედებების გეოგრაფიის გაზრდისთვის საფუძვლის მომზადებას ისახავს მიზნად.

“1არხი”