დიფ სთეითი უფრო დიდია, ვიდრე დონალდ ტრამპი. დიფ სთეითი ნიშნავს აშშ-ს მუდმივ უსაფრთხოების სისტემას და ეს სისტემა, 1947 წლიდან და შესაძლოა 1945 წლიდან ორგანიზებულია იმისთვის, რომ დაამარცხოს რუსეთი. ეს იყო მთავარი მიზანი. ახლა ვიტყოდი, რომ დიფ სთეითი მიისწრაფვის რუსეთისა და ჩინეთის დამარცხებისკენ. მისი დამატებითი მიზანია ისრაელი აქციოს ადგილობრივი ჰეგემონად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში. მაგრამ ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია – რუსეთისა და ჩინეთის დამარცხება. აი, რა არის დიფ სთეითი, – განაცხადა ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა.
მისი თქმით, დიფ სთეითი სამყაროს უყურებს, როგორც ჭადრაკის დაფას, რომლებზეც ფიგურების გადაადგილებას ცდილობს თავისი მთავარი მიზნის – რუსეთის დასუსტების მისაღწევად.
„მათთვის ეს თამაშია ორი მნიშვნელობით: ერთი, როგორც სათამაშო თეორიის თვალსაზრისით. ეს არის სტრატეგია და ჩვენ უნდა დავაწყოთ ჩვენი ფიგურები სხვადასხვა ადგილებში – ჩვენი სამხედრო ბაზები, ფერადი რევოლუციები, გადატრიალებები, ჩვენი არჩეული ლიდერები, როგორიცაა სააკაშვილი და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, ისინი მართლაც აღიქვამენ ამას, როგორც თამაშს. ეს ხალხი არ დგას ფრონტის ხაზზე. ისინი არ იღუპებიან. ისინი იხოცებიან დიდი რაოდენობით უკრაინაში ან რომლებსაც კლავენ და შიმშილით ხოცავენ ღაზაში. ასე რომ, მათთვის ეს ვიდეოთამაშივითაა. დისტანციური ბრძოლაა, სადაც არაფერი ხდება მათთვის პირადული. ამიტომ მზად არიან მსხვერპლი გაიღონ ტერიტორიების სახით, თუ ეს მათ მტრებს დაასუსტებს. გახსოვდეთ, რა არის უკრაინის ომის მიზანი? ის ჩვენმა თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, 2022 წლის გაზაფხულზე განმარტა – რუსეთის დასუსტება. რუსეთს დასუსტება უკრაინის მეშვეობით, მილიონობით ადამიანის სიცოცხლის რისკის ფასად. მაგრამ ეს არის იდეა. დიფ სთეითს მთავარი მიზანი აქვს – ამერიკის პირველობა. ამერიკის პირველობას კი საფრთხეს სხვა დიდი ძალები უქმნიან.
თქვენი აზრით, მათ საქართველო აინტერესებთ? სომხეთი? აზერბაიჯანი? ფიქრობთ, იციან სად მდებარეობს ეს ქვეყნები? ერთადერთი, რაც მათზე იციან ის არის, რომ სამხრეთ კავკასია რუსეთის ქვემოთაა. შესაბამისად, 1უნდა მოვაწყოთ პროვოკაციები, გავაღიზიანოთ რუსეთი და ამის გაკეთება მისი მეზობელი რეგიონის მეშვეობით შეგვიძლია“. სწორედ ასე აღიქვამს აშშ ჩინეთს და რუსეთს. არსებობს 2019 წლის ანგარიში, რომელიც სასაცილო იქნება, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს. ეს კორპორაცია Rand-ის ანგარიშია, სახელწოდებით „რუსეთის გაფართოება“. კორპორაცია სიას ადგენს – რა შეგვიძლია გავაკეთოთ რუსეთის გასაღიზიანებლად? ნუთუ, მართლაც ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი – რუსეთის გაღიზიანება? მათი აზრით, სწორედ ასეა, იმიტომ რომ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას, ვცდილობთ არ მივცეთ მას ეკონომიკური განვითარების საშუალება, არ მივცეთ ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების აშენების საშუალება, მათ შორის სამხრეთ კავკასიის გავლით. იმიტომ, რომ რუსეთის ვაჭრობა სამხრეთ კავკასიასთან და სპარსეთის ყურესთან ძალიან მომგებიანი იქნებოდა. ან არ დავუშვათ, რომ სამხრეთ კავკასიას გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, შუა დერეფანი აზიასა და ევროპას შორის. მათ ეს არ უნდათ. მათ უნდათ რუსეთის დასუსტება და სწორედ ეს არის მათი მთავარი მიზანი“, – აცხადებს საქსი.