ოპოზიციურ პარტიებს შორის, თბილისში მერობის კანდიდატი პირველმა დაასახელა პრორუსულმა პარტიამ „კონსერვატორები საქართველოსთვის“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი. მოქმედი მერის, კახა კალაძის („ქართული ოცნება“) კონკურენტი „ალტ-ინფოდან“ ზურა მახარაძე იქნება.
„ჩვენ გვინდა „ნაცების“ და „ქოცების“ ვითომ კონფლიქტის მაგივრად რეალურ პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ. შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა“, – ამბობს ზურა მახარაძე პარტიის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
https://www.facebook.com/ConservativesGEO/videos/1054994810174874
მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 17-მა პარტიამ გამოთქვა. ჯერ მერობის კანდიდატები არ დაუსახელებიათ ორ დიდ ოპოზიციურ პარტიაში – „ლელო – ძლიერ საქართველოსა“ და პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“.