პროფესორი განმარტავს, რა სარგებლობა მოაქვს ხაჭოს და რატომაა მავნებელი ორგანიზმისთვის ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტები.
ხაჭო დადებითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანმრთელობაზე, ებრძვის შემოდგომის დეპრესიას და აუმჯობესებს განწყობას, აცხადებს პროფესორი ალექსეი ბუევეროვი.
„არსებობს მონაცემები, რომ ხაჭოს, მასში შემავალი მიკროელემენტების წყალობით, შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მამაკაცის პოტენციაზე. ამასთან არსებობს მცირე კვლევა, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში ხაჭოს შეუძლია აამაღლოს განწყობა და დაგეხმაროთ შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში“, — აღნიშნა პროფესორმა.
მისი თქმით, ხაჭო მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ცილებითა და ცხიმებით და მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის ისეთი მიკროელემენტები, როგორებიცაა კალციუმი, მაგნიუმი და თუთია.
ამასთან ბუევეროვი განმარტავს, რომ ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტების მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.
„ჯობს მიირთვათ ნაკლები და ნორმალური ცხიმიანობის ხაჭო — 5 ან 9 პროცენტიანი. ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტებისგან მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. როდესაც ადამიანი ცხიმებს საკმარისი რაოდენობით არ იღებს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და იწყება ცხიმების დაგროვება. მეორეც: ცხიმგამოცლილი პროდუქტები უგემურია და ამიტომ მწარმოებელი მათში შაქარს ან შაქრის შემცვლელს ამატებს. ეს კი მავნებელია როგორც ნახშირწყების ცვლის, ისე სხეულის მასის მატების კუთხით. შეუძლია დიაბეტის განვითარებაც კი გამოიწვიოს, თუ ადამიანი ამისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი“, — დააზუსტა პროფესორმა.
მისი თქმით, ხაჭოს დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს.
სპუტნიკ-ჯორჯია