აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ცოტათი აწუხებს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით.
„მე და ზელენსკი კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რაც მან გააკეთა. ძალიან ღრმად არ ვეთანხმები. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. არც მოხდებოდა,“ – აღნიშნა ამერიკის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე საუბრისას.
„ცოტათი მაწუხებს ის, რაც ზელენსკიმ თქვა: „კონსტიტუციის მიხედვით, თანხმობა უნდა მივიღო“. მას თანხმობა არ დასჭირვებია ომისთვის და ყველას მოსაკლავად. მაგრამ მას თანხმობა დასჭირდება ტერიტორიების გაცვლისთვის. გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოხდება“, – დასძინა მან.