„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში კანდიდატად დასახელდნენ მოქმედი მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კანდიდატად წარადგინეს საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში დასაქმებულები. მათ შორის, ახალციხის მერობის კანდიდატი იქნება სახელისუფლებო „იმედის“ წამყვანი ვარლამ წიკლაური.
კახეთში რვიდან ხუთ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერები წარადგინეს:
- ახმეტა – ალექსი ფიცხელაური;
- გურჯაანი – გიორგი მაჭავარიანი;
- დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი;
- ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი;
- სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი;
- ყვარელი – ილია მზექალაშვილი (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე);
- საგარეჯო – ვახტანგ ქაგუტაშვილი (თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი);
- თელავი – ვაჟა მაღრაძე (კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე).
ქვემო ქართლში შვიდიდან ოთხში მოქმედი მერები წარადგინეს:
- რუსთავი – ნინო ლაცაბიძე;
- გარდაბანი – დავით კარგარეთერი;
- დმანისი – კობა მურადაშვილი;
- წალკა – ილია საბაძე;
- მარნეული – დაური ისმაილოვი (საჯარო სამსახურში დასაქმებული);
- თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე);
- ბოლნისი – ზამური ჭითანავა (საჯარო სამსახურში დასაქმებული).
მცხეთა-მთიანეთში:
- მცხეთა – გოგი აბუაშვილი (არქიტექტორი);
- თიანეთი – ლევან წიკლაური (მცხეთის მოქმედი მერი);
- დუშეთი – კახაბერ ჩიტაური (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე);
- ყაზბეგი – კობა გელაძე (ინჟინერი).
შიდა ქართლში მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინეს ოთხიდან სამ მუნიციპალიტეტში:
- გორი – კონსტანტინე ბუზალაძე;
- ქარელი – ზაზა გულიაშვილი;
- კასპი – ვახტანგ მაისურაძე;
- ხაშური – პაატა ჩადუნელი (კერძო სექტორში დასაქმებული).
სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მერები წარადგინეს ექვსიდან ოთხ მუნიციპალიტეტში:
- ადიგენი – გოჩა ქიმაძე;
- ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე;
- ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი;
- ნინოწმინდა – ანივარდ მასოიანი;
- ახალციხე – ვარლამ წიკლაური („იმედის“ წამყვანი);
- ბორჯომი – მამუკა გელაშვილი (სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილების მქონე).
იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს ასახელებენ 12-დან ცხრა მუნიციპალიტეტში:
- ქუთაისი – დავით ერემეიშვილი;
- საჩხერე – ლევან ივანაშვილი;
- ჭიათურა – გივი მოდებაძე;
- ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი
- თერჯოლა – მანუჩარ რობაქიძე;
- ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი;
- სამტრედია – დავით ბახტაძე;
- ხონი – ლადო ჯურხაძე;
- წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე;
- ბაღდათი – ნოდარ გიორგიძე (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე);
- ზესტაფონი – ვახტანგ ღამბაშიძე (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე);
- ტყიბული – დავით კუბლაშვილი („ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი).
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მერების კანდიდატებად წარადგინეს საკრებულოების მოქმედი თავმჯდომარეები:
- ცაგერი – ჭაბუკი ჭაბუკიანი;
- ლენტეხი – გიორგი გაზდელიანი;
- ამბროლაური – ზაზა ქევანიშვილი (მეწარმე);
- ონი – დავით ლობჟანიძე (მეწარმე).
სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედი მერები წარადგინეს ცხრიდან ხუთ ქალაქში:
- ფოთში – ბექა ვაჭარაძე;
- ხობი – დავით ბუკია;
- სენაკი – ვახტანგ გადელია;
- აბაშა – გიგა გაბელაია;
- მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი;
- ზუგდიდი – დათო კოდუა (სადავო პარლამენტის წევრი);
- ჩხოროწყუ – ჯუმბერ იზორია (ყოფილი პარლამენტარი);
- მარტვილი – გიორგი ნაჭყებია (მეწარმე);
- წალენჯიხა – გუბა საჯაია (საჯარო სამსახურში დასაქმებული).
გურია:
- ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი;
- ოზურგეთი – პაატა კუნჭულია (ლექტორი);
- ჩოხატაური – მინდია ჟღერია (მერის მოადგილე).
აჭარაში მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელი წარადგინეს ექვსიდან სამ მუნიციპალიტეტში:
- ქობულეთი – ირაკლი ცეცხლაძე;
- ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე;
- შუახევი – ომარ ტაკიძე;
- ქედა – მამუკა თურმანიძე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სადავო უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი);
- ხულო – ვახტანგ ბერიძე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სადავო უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი);
- ბათუმი – გიორგი ცინცაძე (აჭარაში „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი).
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, კახა კალაძე 31 ივლისს დაასახელა. ის მესამედ იყრის ამ თანამდებობაზე კენჭს.
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“ – კალაძემ საარჩევნო სლოგანი წარადგინა
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს
მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს – რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.
წყარო: “რადიო თავისუფლება”