დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მისაღწევად “ტერიტორიების გაცვლაა” საჭირო

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მისაღწევად “ტერიტორიების გაცვლაა” საჭირო, რაც ორივე ქვეყნისთვის “კარგიც” იქნება და “ცუდიც“.

“რუსეთს უკრაინის დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული. მათ მიერ ოკუპირებულია ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ტერიტორიების ნაწილი უკრაინას დავუბრუნოთ… თუ შეთანხმება სამართლიანი იქნება, ამას გავუმხელ ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის. შეიძლება ვუთხრა, “წარმატებები, გააგრძელეთ ბრძოლა”, ან შეიძლება ვთქვა, რომ შეგვიძლია შევთანხმდეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.