“ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით“ – გიორგი ბაჩიაშვილი

“მე უარი ვთქვი ან­ტი­და­სავ­ლურ პრო­პა­გან­და­ზე და ეს მან [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა] ღა­ლა­ტად ჩათ­ვა­ლა – ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ძვე­ლი, მხედ­რი­ო­ნუ­ლი, 90-ია­ნე­ბის მე­თო­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თა­ვი­სი ცი­ხე­ში წა­მე­ბით“, – ამის შე­სა­ხებ „თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვის წარ­მოთ­ქმის დროს გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, რო­დე­საც მის წი­ნა­აღ­მდეგ ულ­ტი­მა­ტუ­მის ვადა ამო­ი­წუ­რა, და­ი­წყო მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, რის შემ­დე­გაც, პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მისი ცი­ხე­ში წა­მე­ბა იგეგ­მე­ბო­და, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა.

“დღეს უფრო ცხა­დია ამ საქ­მის აბ­სურ­დუ­ლო­ბა და ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც აპე­ლი­რებს ბრალ­დე­ბის მხა­რე. დო­კუ­მენ­ტე­ბი მიგ­ვი­თი­თებს, რომ ეს იყო სეს­ხი, თუმ­ცა ბრალ­დე­ბის მხა­რე და ივა­ნიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ეს ფული იყო ინ­ვეს­ტი­ცია. მა­შინ, რა­ტომ არ დას­ვა კი­თხვა, თუ სად იყო ინ­ვეს­ტი­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი?

ამ ვი­თა­რე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი 2 წე­ლია. ეს გა­მო­იწ­ვია ჩემ­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბამ, „გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ას­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ რი­ტო­რი­კას­თან მი­მარ­თე­ბით და ეს რი­ტო­რი­კა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის და­წყე­ბას­თან ერ­თად უფრო გაღ­რმავ­და. მე უარი ვთქვი ან­ტი­და­სავ­ლურ პრო­პა­გან­და­ზე და ეს მან [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა] ღა­ლა­ტად ჩათ­ვა­ლა. რო­დე­საც ულ­ტი­მა­ტუ­მის ვადა ამო­ი­წუ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვით მე ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას მთხოვ­და და წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფულს არ და­ვაბ­რუ­ნებ­დი, მისი ოდე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბო­და, ამ ულ­ტი­მა­ტუ­მის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ და­ი­წყო ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ცე­სი.

შემ­დეგ მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცი­ხე­ში შენს წა­მე­ბას აპი­რე­ბე­ნო და ამი­ტომ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია. თავ­ზე მე­შო­კჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს, ვი­თომ მწვა­ნე ზო­ნა­ში მნა­ხეს და იზო­ლა­ტორ­ში მო­მა­თავ­სეს. ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არ და­წყე­ბუ­ლა.

ამის შემ­დეგ, ცი­ხე­ში ხდე­ბა ის, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი დამ­პირ­და, ჯა­ლა­თი შე­მო­მიგ­ზავ­ნეს, რო­მელ­მაც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მო­მა­ყე­ნა. დღემ­დე არ მაქვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი.

ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ძვე­ლი, მხედ­რი­ო­ნუ­ლი, 90-ია­ნე­ბის მე­თო­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თა­ვი­სი ცი­ხე­ში წა­მე­ბით. დღეს ხართ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, იმე­დი მაქვს, რომ თქვენ­ზე ზე­წო­ლა არ გაჭ­რის [ბა­ჩი­აშ­ვი­ლი პრო­კუ­რორს].

ვერ შე­მა­ში­ნებთ ვე­რაფ­რით, ვერც 11 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლით”,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ასე­ვე, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში, “2 აბ­ზა­ციც არ არის ისე­თი, სა­დაც მან არ მო­ი­ტყუა”.

“[პრო­კუ­რო­რი] ზე­წო­ლის ქვეშ არის და რის გამო აკე­თებს ამას? ეში­ნია რა­მის? ეს წინა მთავ­რო­ბის დრო­საც იყო. ახლა გაქვთ შან­სი, რომ არ შერ­ცხვეთ და წლე­ბის შემ­დეგ არ შეგრცხვეთ შვი­ლე­ბის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ბრალ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ღალ ხა­რისხზე სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა და­ბა­ლი ხა­რის­ხის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით. ივა­ნიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ში 2 აბ­ზაც­საც ვერ ნა­ხავთ, რომ არ იტყუ­ე­ბო­დეს”,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

  • ცნო­ბის­თვის, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 12 აგ­ვის­ტოს 12 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ცხად­დე­ბა. .

საქ­მე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბას ეხე­ბა, რა­ზეც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბა­ჩი­აშ­ვილს 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.