იტალიის შვიდ დიდ ქალაქში, მათ შორის ბოლონიასა და ფლორენციაში, გამოცხადდა ამინდის საფრთხის „წითელი“ დონე.
კვირის ბოლოს ფლორენციაში 40°C ტემპერატურას ელოდებიან, სარდინიაზე სიცხისგან მიღებული დაზიანების შედეგად, ოთხი წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის უგონო მდგომარეობაში ავტომობილში იპოვეს. ბავშვს ვერტმფრენით რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ტვინის შეუქცევადი დაზიანების გამო გარდაიცვალა, — ამის შესახებ ორშაბათს საავადმყოფოში AFP-ს აცნობეს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ევროპა საშუალოდ თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად ცხელდება, ვიდრე პლანეტა მთლიანობაში, 2025 წელი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი მთელი დაკვირვებების ისტორიაში.
ორშაბათ დილით, საფრანგეთში, 96 ადმინისტრაციული ერთეულიდან 12 „წითელი განგაშის“ ზონად გამოცხადდა.
საფრანგეთში წითელი ზონა მხოლოდ რვაჯერ გამოცხადდა 2004 წლიდან დღემდე.
განგაშის წითელი ზონა ყოველთვის ცხადდება უკიდურესად ძლიერი და ხანგრძლივი სიცხის შემთხვევაში, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ამავე დროს, ადგილობრივ ხელისუფლებას ეძლევა უფლება გააუქმოს ღია სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებები, დახუროს საზოგადოებრივი ადგილები და შეცვალოს სკოლებისა და ზაფხულის ბანაკების სამუშაო განრიგი.